The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მაია ლევანიძე

მაია ლევანიძე
დაბადების თარიღი:3 მაისი, 1969  (54 წლის)
კატეგორია:მეცნიერი, პედაგოგი, ხელოვნებათმცოდნე

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო ინსტიტუტის კინომცოდნეობის ფაკულტეტი 1991 წელს.

1991-2005წწ. საქართველოს შოთა რუსთველის სახელობის თატრისა და კინოს სახედლმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის კინოსექტორი, უფროსი ლაბორანტი, წამყვანი მეცნიერ-თანამშრომელი; 1993 წლიდან ეწევა პედაგოგიურ მოღვაწეობას სხვადასხვა წამყვან უნივერსიტეტებში: საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი, ილია ჭავჭავაძის სახელობის უნივერსიტეტი, კულტური უნივერსიტეტი და სხვ.; 2004-2006წწ. საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის კინო-ტელე ფაკულტეტის დეკანი; 2008-2010წწ. გაზეთ "ქართული უნივერსიტეტის" ჟურნალისტი, საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის წამყვანი მეცნიერ-თანამშრომელი. კინომცოდნე, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი.

დისერტაციის თემა - "ქართული საოპერატორო ხელოვნება: ტრადიციები, ძიებები", დაიცვა 2001 წელს.

წყარო:  ეროვნული ფილმოგრაფია: geocinema.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირი, გამგეობის წევრი (2005-)
  • საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო საბჭო, წევრი (2003-2005)
  • ქართული ინიციატივების ფონდის "ნატოს" კურატორიუმი, წევრი (2006-2008)

გააზიარე: