The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ჟუჟუნა ლომიძე

ჟუჟუნა ლომიძე
დაბადების თარიღი:14 ოქტომბერი, 1927
გარდაცვ. თარიღი:1 სექტემბერი, 1991  (63 წლის ასაკში)
კატეგორია:რეჟისორი, სცენარისტი

ბიოგრაფია

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1951 წელს.

დოკუმენტურ კინოში მუშაობა დაიწყო რეჟისორის ასისტენტად. 1966 წლიდან იყო დოკუმენტური ფილმების სტუდიის რეჟისორი. დამდგმელი რეჟისორია ფილმების: "რაც მტრობას დაუნგრევია" (დოკუმენტური, 1973), "ივანე ჯავახიშვილი"(დოკუმენტური, 1975), "ქართული წიგნი" (დოკუმენტური, 1976), "უგვირგვინო მეფე" (დოკუმენტური, 1977),  "ვახტანგ VI" (დოკუმენტური, 1977), "უფლისციხე" (დოკუმენტური, 1981), "დავით სარაჯიშვილი" (დოკუმენტური, 1984), "თავადი გრუზინსკი" (დოკუმენტური, 1987), "აკაკი" (დოკუმენტური, 1990) და სხვ.; სცენარის ავტორია ფილმის: "ვახტანგ VI" (დოკუმენტური, 1977).

წყარო:ეროვნული ფილმოგრაფია; geocinema.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირი, წევრი

გააზიარე: