შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვარო ვარდიაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ვაქირი, ახლანდელი სიღნაღის მუნიციპალიტეტი. დაამთავრა ბოდბის წმინდა ნინოს ქალთა სასწავლებელი 1905 წელს. სხვადასხვა დროს მუშაობდა სოფელ ალექსანდროვკის(სიღნაღის მაზრა) სახალხო სკოლაში, ბოდბის საცდელ-სანიმუშო სახალხო სკოლაში და შვიდწლიან სანიმუშო სკოლაში, სიღნაღის ქალთა პროგიმნაზიაში რუსული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად, თბილისის ქალთა I გიმნაზიაში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად. არის ავტორი სახელმძღვანელოებისა: "კლასგარეშე კითხვის ორგანიზაციისათვის" (1948), "განმეორება-ცოდნის განმტკიცებისა და გაღრმავების აქტიური მეთოდი" (1951). საზოგადო მოღვაწე. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.-გვ.169; მშობლები.ge: mshoblebi.ge ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |