The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



აბესალომ მაისურაძე

აბესალომ მაისურაძე
დაბადების თარიღი:30 დეკემბერი, 1927
გარდაცვ. თარიღი:4 ივლისი, 1996  (68 წლის ასაკში)
კატეგორია:ხელოვნების მუშაკი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი 1954 წელს.

1962 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე მუშაობდა კინოსტუდია "ქართულ ფილმში" დამდგმელ ოპერატორად. გადაიღო ფილმები: "პიერი, მილიციის თანამშრომელი" (რეჟ. დ. რონდელი, 1965), "გიორგობისთვე", "პასტორალი", "იყო შაშვი მგალობელი" (სამივეს რეჟ. ო. იოსელიანი, 1966, 1970, 1976), "მალე გაზაფხული მოვა" (რეჟ. ო. აბესაძე, 1967), "მუსიკოსები" (ა. ანტიპენკოსთან ერთად, რეჟ. მ. კობახიძე, 1969), "ნერგები" (რეჟ. რ. ჩხეიძე, 1972), "აკაციის ყვავილობა", "სამი მანეთი", "თერმომეტრი" (სამივეს რეჟ. რ. შარაბიძე, 1974, 1975, 1975), "წინაპართა მიწა" (რეჟისორები: გ. ლორთქიფანიძე, გ. ჭოხონელიძე, 1979), "გამოაღეთ ფანჯრები" (რეჟ. დ. აბაიძე, 1981), "გაზაფხული გადის" (რეჟ. ნ. მანაგაძე, 1983), "სკაპენის ოინები" (რეჟისორები: გ. და მ. კალატოზიშვილები, 1984), "ერთ პატარა ქალაქში" (რეჟ. გ. ლორთქიფანიძე, 1985), "ფესვები" (რეჟ. ყ. მგელაძე, 1987), "ჭა" (რეჟ. პ. ჩარკვიანი, 1988), "ომი ყველასთვის ომია" (1990), "წითელი პატეფონი" (1995, ორივეს რეჟ. დ. აბაშიძე), "ანთიმოზ ივერიელი" (რეჟ-ები: გ. ჭოხონელიძე და ნ. ნოზაძე, 2001). კინოოპერატორი.

წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge; ეროვნული ფილმოგრაფია: geocinema.geსაქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.466

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირი, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1979 - საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე

გააზიარე: