The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



შალვა ვარდიძე

შალვა ვარდიძე
Date of birth:1885  (139 years)
Date of death:195?
Category:Scientist, Translator, Writer

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი არალი, ყოფილი ახალციხის მაზრა.

დაიბადა XIX საუკუნის ბოლოს. თავდაპირველად მოღვაწეობდა პეტრე ხარისჭირაშვილის მიერ სტამბოლში დაარსებულ(XIX საუკუნის 60-იანი წლები) ქართველ კათოლიკეთა მონასტერში. თანამშრომლობდა ევროპაში არსებულ "საქართველოს დამოუკიდებლობის ეროვნულ კომიტეტთან", ხოლო 20-იანი წლებიდან პარიზში დაარსებულ "თეთრი გიორგის" ორგანიზაციასთან. 1921 წლიდან დიდ დახმარებას უწევდა ქართულ ემიგრაციას სტამბოლში. II მსოფლიო ომის (1939-1945) დროს თურქემბა შეიპყრეს და გაასახლეს. შემდეგ მოღვაწეობდა ბეირუთში, სან-ჟოზეფის უნივერსიტეტში, სადაც არაბულ ენაზე გამოსცა 2 ბროშურა საქართველოს შესახებ. ფრანგულიდან ქართულად თარგმნა და სტამბოლში გამოსცა ევგენი დალეჯიო დ'ალესიოს წიგნი "ქართველები კონსტანტინეოპოლში" და რ. ჟანენის წიგნი "ქართველები იერუსალიმში" (ორივე 1921 წელს). მისი შრომები სისტემატურად იბეჭდებოდა უცხოურ ჟურნალ-გაზეთებში. გარდა სამეცნიერო ნაშრომებისა მას ეკუთვნის პატრიოტული ხასიათის ლექსები "ჩემი ლოცვა" (1950), "წმინდა ნინოს" (1951). სასულიერო და პოლიტიკური მოღვაწე. გარდაიცვალა ქალაქ ბეირუთში (ლიბანი) XX საუკუნის 50-იან წლებში.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.-გვ.171; ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.- გვ.138

Bibliography


Share: