The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



დავით ვარდოსანიძე

Date of birth:15 October, 1918
Date of death:10 May, 1995  (at 76 years)
Category:Biologist, Military Person

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ტყიბული.

დაამთავრა საქართველოს ზოოტექნიკურ-სავეტერინარო ინსტიტუტი 1939 წელს.

II მსოფლიო ომის წლებში (1941-1945)  იმყოფებოდა  ფრონტზე. ომის დამთავრების შემდეგ დარჩა საბჭოთა არმიის რიგებში. 1954 წლიდან მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო ზოოტექნიკურ-სავეტერინარო ინსტიტუტში. 1965 წლიდან იყო ორგანული და ბიოლოგიური ქიმიის კათედრის გამგე, კათედრის პროფესორი, 1982 წლიდან სასოფლო-სამეურნეო ცხოველთა კვებისა და საკვებთა ტექნოლოგიის განყოფილების მთავარი სპეციალისტი. მისი კვლევების ძირითადი სფერო იყო ცხოველების სისხლის ბიოქიმიისა და კლინიკური საკითხების შესწავლა. არის მრავალი სამეცნიერო სტატიის, მათ შორის ერთი მონოგრაფიის ავტორი. დავით ვარდოსანიძეს სამხედრო საქმიანობისათვის მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1964), პროფესორი (1966).

 წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.-გვ.173

Bibliography


Share: