შესვლა |
|
|
English Georgian |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თამაზ მამულაშვილი
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1959 წელს. 1967 წლიდან მუშაობს ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის სახელმწიფო კომიტეტში, ტელევიზიის კინოგადაღებათა რედაქციაში; 1971 წლიდან სასწავლო პროგრამებისა და სამეცნიერო გადაცემების მთავარ რედაქციაში; 1978 -2006წწ. კომპანია "ქართულ ტელეფილმში“ რედაქტორად. დამდგმელი რეჟისორია ფილმის: "უფლის რწმენითა და შეწევნით"(დოკუმენტური, 2003); სცენარის ავტორია ფილმების: "ტარიელ გოლუა" (1968), "ხსოვნა" (1989), "მოქცევაი ქართლისაი" (დოკუმენტური, 1991), "ათონის ქართველთა სავანე" (დოკუმენტური, 2000), "უფლის რწმენითა და შეწევნით" (დოკუმენტური, 2003) და სხვ. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |