The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



იაგო ვარდოსანიძე

ოფიციალური სახელი:იოჰან ვარდოსანიძე
დაბადების თარიღი:17 ივნისი, 1928
გარდაცვ. თარიღი:1 იანვარი, 1996  (67 წლის ასაკში)
კატეგორია:მთარგმნელი, ჟურნალისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ობჩა, ახლანდელი ბაღდათის მუნიციპალიტეტი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1951 წელს.

1952-1961 წლებში მუშაობდა გაზეთ "ახალგაზრდა კომუნისტის" რედაქციაში ლიტმუშაკად (1952-1954), ხოლო შემდეგ აგიტაციისა და პროპაგანდის განყოფილების გამგედ (1954-1961). 1961-1965 წლებში იყო გამომცემლობა "ნაკადულის" საშუალო და უფროსი ასაკის ბავშვთა ლიტერატურის რედაქციის გამგე, ხოლო შემდეგ ამავე გამომცემლობის მთავარი რედაქტორი. 1968 წელს მუშაობა დაიწყო ქართული ენციკლოპედიის მთავარ სამეცნიერო რედაქციაში - იყო უფროსი სამეცნიერო რედაქტორი, ლიტკონტროლის რედაქციის გამგე (1970-1975) და პასუხისმგებელი მდივანი (1975-1995). იაგო ვარდოსანიძე ეწეოდა მთარგმნელობით საქმიანობას. თარგმნა ბ. ლავრენიოვის, ვ. იანის, რ. ჩანდლერის და სხვათა ნაწარმოებები. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.

 წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.-გვ.173

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაცია(კავშირი), წევრი (1958-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1988 - საქართველოს სახელმწიფო პრემია (სხვებთან ერთად)
    "ქართული საბჭოთა ენციკლოპედიის" 12-ტომეულის მომზადებასა და გამოცემაში შეტანილი წვლილისათვის
  • 1983 - საქართველოს კულტურის დამსახურებული მუშაკი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: