The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მანაბა მაჰომედოვა

მანაბა მაჰომედოვა
ოფიციალური სახელი:მანაბა მაგომედოვა
დაბადების თარიღი:5 ნოემბერი, 1928
გარდაცვ. თარიღი:10 მარტი, 2013  (84 წლის ასაკში)
კატეგორია:მხატვარი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ყუბაჩი, დაღესტნის რაიონი.

1935-2000წწ. ცხოვრობდა თბილისში; 1959-1967წწ. მუშაობდა პედაგოგად თბილისის სამხატვრო აკადემიაში. მისი ნამუშევრები: შოთა რუსთაველისა (1965) და ა. დიურერის (1970) პორტრეტები; "მხატვარი და ბუნება" (ეძღვნება ე. ახვლედიანს, 1977), "მხატვრის ცხოვრება" (ეძღვნება დ. კაკაბაძეს, 1977), "ლ. გუდიაშვილი" (1982); ხანჯალი "თბილისი - 1500 წელი" (1958) და სხვა. მონაწილეობდა მინანქრის I საერთაშორისო სიმპოზიუმის მუშაობაში (თბილისი, 1973). ავტორია წიგნისა "ტრადიციების კვალდაკვალ" (1971). ოქრომჭედელი.

წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002. - გვ.652; წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.217

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2010 - თბილისის საპატიო მოქალაქე
  • 1999 - ღირსების ორდენი
    ქართული გამოყენებითი ხელოვნების განვითარებასა და პოპულარიზაციაში შეტანილი პირადი დიდი წვლილისათვის, ნაყოფიერი შემოქმედებითი და პედაგოგიური მოღვაწეობისათვის
  • 1985 - საქართველოს სახალხო მხატვარი
  • 1978 - დაღესტნის სახალხო მხატვარი

ბიბლიოგრაფია

  • ტრადიციების კვალდაკვალ : ლითონის დამუშავების ტექნოლოგია დაღესტნის აულ კუბაჩის სიძველეთა მიხედვით (ავტორი). - თბილისი, ხელოვნება, 1971. - 112გვ.

გააზიარე: