The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ლევან I (ოდიშის მთავარი)

ლევან I
ოფიციალური სახელი:ლევან დადიანი
დაბადების თარიღი:15??
გარდაცვ. თარიღი:15??
კატეგორია:დიდგვაროვანი, სამეფო ოჯახის წევრი

ბიოგრაფია

1533-1572წწ. ოდიშის მთავარი, მამია III დადიანის ძე; თავდაპირველად ლევან I დადიანი ცნობდა იმერეთის მეფე ბაგრატ III-ის უზენაესობას და ერისთავთერისთავის ტიტულს ატარებდა, თუმცა, ამავდროულად  სრული დამოუკიდებლობისთვის იბრძოდა; 1548 წელს ბაგრატ III-მ ლევან I დადიანი სადარბაზოდ მიიწვია, დააპატიმრა და გამოამწყვდია გელათის სამრეკლოში, საიდანაც იგი სამცხის ათაბაგის ქაიხოსრო III -ის ხელშეწყობით სამცხეში გაიპარა. შემდეგ ლევან I დადიანმა როსტომ გურიელის დახმარებით დაიბრუნა სამთავრო ტახტი; 1557 წელს მას იმერეთის მეფე ბაგრატ III და გიორგი II გურიელი დაუპირისპირდნენ და იგი იძულებული გახდა სტამბოლში გამგზავრებულიყო. თურქეთის ხელისუფლებამ ცნო დამოუკიდებლობა იმერეთის სამეფოსგან; ლევან I დადიანმა ხელმწიფის ტიტული მიიღო. იგი ოსმალთა დახმარებით გურიის მთავარს შეურიგდა: მათ ჭილაძეების სამფლობელო დაიპყრეს და გაინაწილეს. ლევან I დადიანი პირველი იყო დადიანებს შორის, რომელიც ოდიშის მთავარი გახდა; ეს მეფის ტოლფასი სტატუსი გახლდათ იმ გაგებით, რომ იგი არ ემორჩილებოდა უფრო მაღალი რანგის საერო ხელისუფალს, როგორც, მაგალითად, ერისთავები.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 6.-თბ., 1983.-გვ.157


გააზიარე: