შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მიხეილ ივაშჩენკო![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. პეტერბურგი. დაამთავრა პეტერბურგის სამხედრო იურიდიული აკადემია და არქეოლოგიის ინსტინტუტი 1910 წელს. 1916 წელს მონაწილეობა მიიღო პროფესორ თ. უსპენსკის ხელმძღვანელობით ტრაპზონში ჩატარებულ ისტორიულ-არქეოლოგიურ კვლევა-ძიებაში. 1934-1934 წლებში მუშაობდა სოხუმში. ხელმძღვანელობდა არქეოლოგიურ გათხრებს (ეშერის სამაროვანი, ზღვისპირა დოლმენები, ოჩამჩირის ნამოსახლარი); იკვლევდა კოლხური კულტურის ძეგლებს. მ. ივაშჩენკოს დიდი დამსახურება მიუძღვის თრიალეთის (1936-1937) და მცხეთის (1938-1941) მდიდარი არქეოლოგიური მემკვიდრეობის შესწავლაში; დაამუშავა აგრეთვე ნუმიზმატიკური, ეთნოგრაფიული და სამხედრო-ისტორიული საკითხები. მ. ივაშჩენკომ პირველმა გამოთქვა მოსაზრება კოლხური კულტურის არა მხოლოდ კავშირის, არამედ უპირატესობის შესახებ კობანურ კულტურაზე. ის არის 30-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. რუსი არქეოლოგი, კავკასიოლოგი. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია : ტ.5.- თბ., 1980.- გვ. 93; ქართული ნუმიზმატიკური ლექსიკონი.- თბ., 2009.- გვ.85 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |