The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მიხეილ ივაშჩენკო

დაბადების თარიღი:1881
გარდაცვ. თარიღი:22 აგვისტო, 1946  (65 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:თბილისი
კატეგორია:არქეოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. პეტერბურგი.

დაამთავრა პეტერბურგის  სამხედრო იურიდიული აკადემია და არქეოლოგიის ინსტინტუტი 1910 წელს.

1916 წელს მონაწილეობა მიიღო პროფესორ თ. უსპენსკის ხელმძღვანელობით ტრაპზონში ჩატარებულ ისტორიულ-არქეოლოგიურ კვლევა-ძიებაში. 1934-1934 წლებში მუშაობდა სოხუმში. ხელმძღვანელობდა არქეოლოგიურ გათხრებს  (ეშერის სამაროვანი, ზღვისპირა დოლმენები, ოჩამჩირის ნამოსახლარი); იკვლევდა კოლხური კულტურის ძეგლებს. მ. ივაშჩენკოს დიდი დამსახურება მიუძღვის თრიალეთის (1936-1937) და მცხეთის (1938-1941) მდიდარი არქეოლოგიური მემკვიდრეობის შესწავლაში; დაამუშავა აგრეთვე ნუმიზმატიკური, ეთნოგრაფიული და სამხედრო-ისტორიული საკითხები.  მ. ივაშჩენკომ პირველმა გამოთქვა მოსაზრება კოლხური კულტურის არა მხოლოდ კავშირის, არამედ უპირატესობის შესახებ კობანურ კულტურაზე. ის არის  30-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. რუსი არქეოლოგი, კავკასიოლოგი. 

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია : ტ.5.- თბ., 1980.- გვ. 93; ქართული ნუმიზმატიკური ლექსიკონი.- თბ., 2009.- გვ.85

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • აფხაზეთის კულტურისა და ხელოვნების ძეგლთა დაცვის კომიტეტი, სწავლული მდივანი
  • აფხაზეთის სამეცნიერო საზოგადოება, წევრი, მდივანი (1924-1931)

გააზიარე: