The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ლევან II დადიანი

ლევან II დადიანი
ოფიციალური სახელი:ლევან დადიანი
დაბადების თარიღი:16??
გარდაცვ. თარიღი:16??
კატეგორია:სამეფო ოჯახის წევრი

ბიოგრაფია

 ოდიშის მთავარი 1611-1657წწ., მანუჩარ I დადიანის ძე; 1611-1614წწ. მისი მცირეწლოვანების გამო სამთავროს მართავდა რეგენტი გიორგი ლიპარტიანი; 1615 თებერვალში ლევან II იძულებული გახდა ოსმალეთისთვის ხარკის მიცემა ეკისრა; 1612 წელს დაუკავშირდა გურიისა და აფხაზეთის მთავრებს და დაუპირისპირდა იმერეთის მეფე გიორგი III-ს, რომელიც 1623 წელს დაამარცხა გოჭოურასთან; მომდევნო წლებში იგი ხშირად თავს ესხმოდა აფხაზეთის სამთავროს. 1625 წელს ტახტიდან ჩამოაგდო გურიის მთავარი სიმონი და მის ნაცვლად ტახტზე აფხაზეთის კათალიკოსი მალაქია გურიელი აიყვანა; ამის შემდეგ, სიკვდილამდე, გურიის სამთავრობო ფაქტობრივად მას ემორჩილებოდა; 1630 წელს ახლო ხანაში ლევან II დადიანმა გარკვეულად გააუმჯობესა ურთიერთობა იმერეთის სამეფოსთან; 1633 წელს ქართლის მეფესს როსტომს დაუკავშირდა და მას თავისი და მარიამი მიათხოვა; ამ აქტით მან კავშირი გააბა ირანთან, საიდანაც ფულად სუბსიდიებს იღებდა; იმერეთის მეფე გიორგი III შეეცადა ხელი შეეშალა ამ ქორწინებისთვის, მაგრამ ბაღდადთან დამარცხდა და ტყვედ ჩავარდა; მეფის გამოსასყიდში ლევან II დადიანმა მიიღო ვაკე - ტერიტორია მდინარე ცხენისწყლისა და მდინარე რიონს შორის, ქალაქ ჩხარის ვაჭარ-ხელოსნები, რომლებიც რუხში გადაასახლა: აგრეთვე დიდძალი ოქრო-ვერცხლი და ძვირფასი თვლები; ამის შემდგომ იგი შეეცადა თავის ხელქვეით გაეერთიანებინა დასავლეთ საქართველო. მან არაერთგზის ილაშქრა წარმატებით იმერეთში, ხელში ჩაიგდო მეფის -  ალექსანდრე III-ის ძმა მამუკა და ძე ბაგრატი, მაგრამ იმერეთის სამეფო ვერ დაიმორჩილა, ვერ შეძლო აფხაზეთის სამთავროს შემოერთებაც. ლევან II დადიანის ბრძოლა დასავლეთ საქართველოს გაერთიანებისთვის ქვეყნის გაჩანაგების ერთ-ერთ მიზეზად იქცა; 1636 წელს ლევან დადიანი შეეცადა ურთიერთობა დაემყარებინა რუსეთთან და ელჩობა გაგზავნა მოსკოვს (იხ. გეგენავას ელჩობა რუსეთში). ამის პასუხად 1639-1640წწ. ოდიშის სამთავროს ელჩინისა და ზახარევის ელჩობა ეწვია. ამ ელჩობებს რეალური შედეგი არ მოჰყოლია; ლევან II დადიანს კარგად ესმოდა ქვეყნის ევროპულად გარდაქმნის აუცილებლობა: იგი ოდიშის სამთავროში იწვევდა ევროპელ ვაჭრებსა და ხელოსნებს, რუხი ქალაქად აქცია და იქ ზარახფანა გახსნა; ცდილობდა ირანული აბრეშუმი საქართველოს გზით გასულიყო ევროპაში; მან შეაკეთა და ააგო მრავალი ციხე-სიმაგრე და ეკლესია მონასტერი: მფარველობდა კულტურას. მის დროს ოდიშის სამთავროშო არსებობდა საოქრომჭედლო სახელოსნო, სადაც ქართველი ოსტატები მუშაობდნენ. მის კარზე გადაიწერა "ვეფხისტყაოსნის" დღემდე შემორჩენილი უძველესი დათარიღებული ხელნაწერი.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 6.-თბ., 1983.-გვ.157


გააზიარე: