The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ლევან IV დადიანი

ოფიციალური სახელი:ლევან დადიანი
დაბადების თარიღი:16??
გარდაცვ. თარიღი:1694
დაკრძალვის ადგილი:სტამბოლო
კატეგორია:დიდგვაროვანი, სამეფო ოჯახის წევრი

ბიოგრაფია

1683-1691წწ. ოდიშის მთავარი, ლევან III დადიანის უკანონო ვაჟი; ტახტზე აიყვანა ოდიშის ფაქტობრივმა გამგებელმა გიორგი ლიპარტიანმა (იხ. გიორგი IV დადიანი). 1691 წელს სტამბოლს გაემგზავრა, სადაც გარდაიცვალა. ლევან IV იყო დადიანთა გვარეულობის უკანასკნელი წარმომადგენელი ოდიშის სამთავრო ტახტზე. მის შემდეგ დადიანობა გადავიდა ჩიქვანთა (ჩიქოვანთა) საგვარეულოს ხელში.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 6.-თბ., 1983.-გვ.157


გააზიარე: