The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ლევან V დადიანი

ოფიციალური სახელი:ლევან დადიანი
დაბადების თარიღი:1791
გარდაცვ. თარიღი:1846  (55 წლის ასაკში)
კატეგორია:დიდგვაროვანი, სამეფო ოჯახის წევრი

ბიოგრაფია

1805-1840წწ. ოდიშის მთავარი, გრიგოლ დადიანის ძე; მამის გარდაცვალების დროს მძევლად ჰყავდა აფხაზეთის მთავარს ქელიშბეი შარვაშიძეს, რომლისგან გათავისუფლება 1805 წლის გაზაფხულამდე ვერ მოხერხდა. თავდაპირველად  მისი მცირეწლოვანების გამო ოდიშის სამთავროს 4 წევრისგან შემდგარი საბჭოს დახმარებით განაგებდა დედამისი - დედოფალი ნინო (1805-810): 1811 წ-დან ლევან V უშუალოდ შეუდგა სამთავროს მართვა-გამგეობას. აქტიურად მონაწილეობდა რუსეთის ხელისუფლების მიერ დასავლეთ საქართველოში მოწყობილ სამხედრო ექსპედიციებში: 1809 მონაწილეობდა ფოთის აღებაში, 1810 - იმერეთის სამეფოს დამორჩილებაში, 1819-1820წწ. იმერეთისა და გურიის აჯანყების ჩახშობაში. ასევე დაეხმარა მეფის რუსეთს აფხაზეთის სამთავროში რუსეთის ხელისუფლების განმტკიცებაში. 1813 წელს ლევან V შემოიერთა სამურზაყანო, რომელსაც 1840 წლამდე მართავდა. მის დროს, 1830 წელს ოდიშის სამთავროში დაარსდა პირველი სასწავლებელი - მარტვილის სასულიერო სასწავლებელი. 1840 წელს უარი თქვა სამთავრო ტახტზე თავისი შვილის დავითის სასარგებლოდ, თუმცა მთავრის ტიტულს სიკვდილამდე ატარებდა. 

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 6.-თბ., 1983.-გვ.157


გააზიარე: