შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნიკოლოზ იზაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი 1931 წელს. 1966 წლიდან მუშაობდა ა. წულუკიძის სახელობის უროლოგიისა და ნეფროლოგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის დირექტორის მოადგილედ სამეცნიერო დარგში. იკვლევდა უროლოგიურ დაავადებათა დიაგნოსტიკისა და მკურნალობის საკითხებს; უროლოგიურ დაავადებათა დროს საირმის მინერალური წყლების მოქმედების მექანიზმებს და სხვ. არის მრავალი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. დაიცვა დისერტაცია თემაზე: "პროსტატის ადენომა და მისი ოპერაციული მკურნალობა" 1963 წელს. მიღებული აქვს მთავრობის ჯილდოები. ქირურგი, უროლოგი, მეცნიერებათა დოქტორი (1963), პროფესორი (1966). წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 5.- თბ., 1980.- გვ. 96; ქართველი კათოლიკე ექიმები, ნაწ.1. -თბ., 2024. -გვ. 213-218 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |