შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თამაზ მესხი![]()
ბიოგრაფიადაამთავრა საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი 1957 წელს. 1957-1968წწ. მუშაობდა ქუთაისის თეატრის რეჟისორად; 1969 წელს მთავარ რეჟისორად; 1971-1979წწ. დირექტორად და სამხატვრო ხელმძღვანლად; 1970-1971წწ. მოსკოვის ვ. მაიაკოვსკის სახ. თეატრის რეჟისორ-სტაჟიორად; 1973 წელს რუსთავის თეატრის რეჟისორად; 1986-1989წწ. დირექტორად და მთავარ რეჟისორად. იყო თბილისის ბავშვთა ცენტრალური თეატრის მთავარი რეჟისორი, ამავე წლიდან ქუთაისის საქალაქო გამგეობის კულტურის სამმართველოს უფროსი და ლ. მესხიშვილის სახ. თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი. მის მიერ დადგმული სპექტაკლებიდან აღსანიშნავია ქუთაისის თეატრში: ბ. შოუს "ეშმაკის მოწაფე", ბ. ნუშიჩის "ფილოსოფიის დოქტორი", სოფოკლეს "ანტიგონე", ლ. სანიკიძის "ქუთათურები", ვ. დარასელიას "კიკვიძე" და სხვა; რუსთავის თეატრში: რ. როლანის "მგლები", გ. ბათიაშვილის "ვალი", ე. დე ფილიპოს "ცილინდრი", დ. კლდიაშვილის "სოლომონ მორბელაძე" და სხვა.; კ. მარჯანიშვილის თეატრში: ი. ვაკელის "აპრაკუნე ჭიმჭიმელი" და სოფოკლეს "ოიდიპოს მეფე" (გ. ლორთქიფანიძესთან ერთად). 1975 წლიდან ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას. 1998 წლიდან საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს ინსტიტუტის პროფესორი. წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002. - გვ.662 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |