შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ილარიონი (არქიმანდრიტი)![]()
ბიოგრაფია1801-1820 წლებში დავით გარეჯის მონასტრის არქიმანდრიტი. 1808-1810 წლებში ხელმძღვანელობდა დავით გარეჯის მონასტრის კაპიტალურ რემონტს, რომელიც იოანე ბატონიშვილმა წამოიწყო საკუთარი სახსრებით. 1811 წელს განაახლეს ფერისცვალების ეკლესიის სამხრეთი კედელი. ილარიონის დროს მონასტერი ეკონომიურად დაწინაურდა. 1812 წელს კახეთის აჯანყების დროს ის ცდილობდა ამბოხებულების დაშოშმინებას. 1813 წლიდან ილარიონი მართავდა ნეკრესის ეპარქიას. 1817 წელს ბრალი დასდეს საეკლესიო ქონების დატაცებაში, თუმცა 1820 წელს გაამართლეს და აღადგინეს მის სამწყსოში. 1823 წლის 7 სექტემბერს განმარტოვდა კარდანახის წმ. საბას მონასტერში, სადაც გარდაიცვალა. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 5.- თბ., 1980.- გვ. 104
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |