The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ილარიონი (არქიმანდრიტი)

ოფიციალური სახელი:ილარიონ ვაჩნაძე
დაბადების თარიღი:1767
გარდაცვ. თარიღი:1823  (56 წლის ასაკში)
კატეგორია:სასულიერო პირი

ბიოგრაფია

1801-1820 წლებში დავით გარეჯის მონასტრის არქიმანდრიტი. 1808-1810 წლებში ხელმძღვანელობდა დავით გარეჯის მონასტრის კაპიტალურ რემონტს, რომელიც იოანე ბატონიშვილმა წამოიწყო საკუთარი სახსრებით. 1811 წელს განაახლეს ფერისცვალების ეკლესიის სამხრეთი კედელი. ილარიონის დროს მონასტერი ეკონომიურად დაწინაურდა. 1812 წელს კახეთის აჯანყების დროს ის ცდილობდა ამბოხებულების დაშოშმინებას. 1813 წლიდან ილარიონი მართავდა ნეკრესის ეპარქიას. 1817 წელს ბრალი დასდეს საეკლესიო ქონების დატაცებაში, თუმცა 1820 წელს გაამართლეს და აღადგინეს მის სამწყსოში. 1823 წლის 7 სექტემბერს განმარტოვდა კარდანახის წმ. საბას მონასტერში, სადაც გარდაიცვალა.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 5.- თბ., 1980.- გვ. 104



გააზიარე: