The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მიხეილ მესხი

მიხეილ მესხი
დაბადების თარიღი:12 იანვარი, 1937
გარდაცვ. თარიღი:22 აპრილი, 1991  (54 წლის ასაკში)
კატეგორია:სპორტსმენი

ბიოგრაფია

დაბადები ადგილი ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1968 წელს.

1955-1969წწ. იყო თბილისის "დინამოს" მარცხენა გარემარბი. უმაღლეს ლიგაში ჩაატარა 284 მატჩი (53 გოლი), სსრკ ნაკრებში - 35 მატჩი (4 გოლი). იყო თბილისის № 35 საფეხბურთო სკოლის აღზრდილი. 1969-1991 წლებში მუშაობდა სპეციალიზირებული საბავშვო საფეხბურთო სკოლა "ავაზას" მწვრთნელად და დირექტორად. მისი საფეხბურთო კარიერის განმავლობაში თამაშობდა თბილისის "დინამოსა" (1954-1969) და "ლოკომოტივში" (1970). გატანილი აქვს 35 გოლი საბჭოთა კავშირის ეროვნულ ნაკრებში და მონაწილეობა აქვს მიღებული 1962 წლის მსოფლიო ჩემპიონატში. ის ასევე გამოჩნდა ევროპის ერთა თასის პირველ გათამაშებაზე 1960 წელს, რომელიც საბჭოთა კავშირმა მოიგო. 1998 წელს მესხი საქართველოს ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო მოთამაშედ და საქართველოს მე-20 საუკუნის "საოცნებო გუნდის" წევრად დაასახელეს. საბჭოთა კავშირის ნაკრებში მისი დებიუტი შედგა 1959 წლის 6 სექტემბერს ჩეხოსლოვაკიასთან 3-1 მოგებულ მატჩში. ამ მატჩში მესხი გოლით გამოირჩა. მიხეილ მესხის სახელს ატარებს თბილისის ლოკომოტივის სტადიონი. 2014  წლის 19 ნოემბერს, ამავე სტადიონზე გაიხსნა მისი ძეგლი. მოქანდაკე გოგი შხვაცაბაიას მიერ შექმნილი ძეგლი ბრინჯაოშია ჩამოსხმული და გრანიტის კვარლცხბეკზე დგას. ფეხბურთელი.

წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002. - გვ.662; წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.304

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1999 - ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენი
    საერთაშორისო სპორტულ და ოლიმპიურ მოძრაობაში, მსოფლიო არენაზე საქართველოს სპორტული და ინტელექტუალური პოტენციალის წარმოჩენაში ახალგაზრდა თაობათა ეროვნულ-პატრიოტული სულისკვეთებით აღზრდაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და პირადი ფენომენალური სპორტული მიღწევებისათვის
  • 1965 - სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი

გააზიარე: