Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
მიხეილ მესხი![]()
Biographyდაბადები ადგილი ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1968 წელს. 1955-1969წწ. იყო თბილისის "დინამოს" მარცხენა გარემარბი. უმაღლეს ლიგაში ჩაატარა 284 მატჩი (53 გოლი), სსრკ ნაკრებში - 35 მატჩი (4 გოლი). იყო თბილისის № 35 საფეხბურთო სკოლის აღზრდილი. 1969-1991 წლებში მუშაობდა სპეციალიზირებული საბავშვო საფეხბურთო სკოლა "ავაზას" მწვრთნელად და დირექტორად. მისი საფეხბურთო კარიერის განმავლობაში თამაშობდა თბილისის "დინამოსა" (1954-1969) და "ლოკომოტივში" (1970). გატანილი აქვს 35 გოლი საბჭოთა კავშირის ეროვნულ ნაკრებში და მონაწილეობა აქვს მიღებული 1962 წლის მსოფლიო ჩემპიონატში. ის ასევე გამოჩნდა ევროპის ერთა თასის პირველ გათამაშებაზე 1960 წელს, რომელიც საბჭოთა კავშირმა მოიგო. 1998 წელს მესხი საქართველოს ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო მოთამაშედ და საქართველოს მე-20 საუკუნის "საოცნებო გუნდის" წევრად დაასახელეს. საბჭოთა კავშირის ნაკრებში მისი დებიუტი შედგა 1959 წლის 6 სექტემბერს ჩეხოსლოვაკიასთან 3-1 მოგებულ მატჩში. ამ მატჩში მესხი გოლით გამოირჩა. მიხეილ მესხის სახელს ატარებს თბილისის ლოკომოტივის სტადიონი. 2014 წლის 19 ნოემბერს, ამავე სტადიონზე გაიხსნა მისი ძეგლი. მოქანდაკე გოგი შხვაცაბაიას მიერ შექმნილი ძეგლი ბრინჯაოშია ჩამოსხმული და გრანიტის კვარლცხბეკზე დგას. ფეხბურთელი. წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002. - გვ.662; წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.304 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |