The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



რევაზ ვარსიმაშვილი

რევაზ ვარსიმაშვილი
დაბადების თარიღი:30 ნოემბერი, 1930
გარდაცვ. თარიღი:ივნისი, 2017  (86 წლის ასაკში)
კატეგორია:ინჟინერი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური უნივერსიტეტის მექანიკის ფაკულტეტი.

1962-1965 წლებში იყო საპროექტო ინსტიტუტ "საქკვებმრეწვსახპროექტში" განყოფილების გამგე. 1965 წლიდან მუშაობდა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მანქანათა ნაწილებისა და ამწე-სატრანსპორტო მანქანების კათედრაზე(1990-2000-კათედრის გამგე, 2000 წლიდან კათედრის პროფესორი). რევაზ ვარსიმაშვილის კვლევები ეხება არამრგვალი სივრცითი კბილანური გადაცემების თეორიას. მის მიერ შემოთავაზებული არამრგვალი კბილანური გადაცემები საშუალებას იძლევა, მანქანების მუშა ორგანოების მოცემული კანონით მიმდინარე მოძრაობა გადაეცეს ურთიეთგადამკვეთ და აცდენილ ღერძებს. ამ კვლევებმა შესაძლებელი გახდა მანქანების ახალი ტიპის კომპაქტური ამძრავების შექმნა, რამაც გაამარტივა მანქანათა კონსტრუქციები, შეამცირა მათი ზომები და წონა. მისი შრომები ეხება აგრეთვე არამრგვალი კბილანების დამზადების მეთოდებს პროგრამული მართვის სისტემების გამოყენებით. არამრგვალკბილებიანი პლანეტარული და დიფერენციალური მექანიზმების კვლევას. ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი (1985), პროფესორი (1986), მეცნიერი მექანიკა-მანქანათმშენებლობის დარგში.

 წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.-გვ.179

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს საინჟინრო აკადემია, წევრი (1996-)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: