შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
შალვა მარტაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი კარდენახი, გურჯაანის რაიონი. დაამთავრა კინემატოგრაფიის საკავშირო ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ, 1936 წელს დაბრუნდა თბილისში და მუშაობა დაიწყო თბილისის კინოსტუდიაში დოკუმენტური ფილმების რეჟისორად. კინოქრონიკაში მუშაობის პერიოდში გადაღებული აქვს მრავალი დოკუმენტური კინო-ჟურნალი და ნარკვევი. დამდგმელი რეჟისორია ფილმების: "აჭარის სანაპიროზე" (დოკუმენტური, 1940), "სამხრეთ ოსეთი" (დოკუმენტური, 1951), "მანანა" (1958), "თხუნელა" (1962), "მოლანდება" (1975); სცენარის ავტორია ფილმის: "აჭარის სანაპიროზე" (დოკუმენტური, 1940). 1957 წლიდან მუშაობდა უცხოური ფილმების დუბლიაჟის რეჟისორად. კინორეჟისორი. წყარო: ეროვნული ფილმოგრაფიის პორტალი: geocinema.ge; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.550 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |