The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



შალვა მარტაშვილი

შალვა მარტაშვილი
დაბადების თარიღი:1 მაისი, 1913
გარდაცვ. თარიღი:29 აგვისტო, 1990  (77 წლის ასაკში)
კატეგორია:რეჟისორი, სცენარისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი კარდენახი, გურჯაანის რაიონი.

დაამთავრა კინემატოგრაფიის საკავშირო ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი.

ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ, 1936 წელს დაბრუნდა თბილისში და მუშაობა დაიწყო თბილისის კინოსტუდიაში დოკუმენტური ფილმების რეჟისორად. კინოქრონიკაში მუშაობის პერიოდში გადაღებული აქვს მრავალი დოკუმენტური კინო-ჟურნალი და ნარკვევი. დამდგმელი რეჟისორია ფილმების: "აჭარის სანაპიროზე" (დოკუმენტური, 1940), "სამხრეთ ოსეთი" (დოკუმენტური, 1951), "მანანა" (1958), "თხუნელა" (1962), "მოლანდება" (1975); სცენარის ავტორია ფილმის: "აჭარის სანაპიროზე" (დოკუმენტური, 1940).

წყარო: ეროვნული ფილმოგრაფიის პორტალი: geocinema.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირი, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1967 - საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე

გააზიარე: