The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ვარლაამ (მიტროპოლიტი)

ვარლაამ
Legal name:ვარლამ მახარაძე
Date of birth:26 March, 1873
Date of death:1943  (at 69 years)
Category:Religious leader

Biography

დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია 1895 წელს.

1897 წელს ხელდასხმულ იქნა მღვდლად და განამწესეს სოფ. კავთისხევის ეკლესიის წინამძღვრად. 1899-1914 წლებში იყო ფოთის საკათედრო ტაძრის მღვდელთმთავარი. 1914 წელს საქართველოს ეგზარქოსის მიერ ვარლაამ მიტროპოლიტი გადაყვანილ იქნა ერევნის საოსტატო სემინარიისა და ქალთა მეორე გიმნაზიის საღვთო სჯულის მასწავლებლად და სემინარიის კარის ეკლესიის მღვდლად. 1915 წელს იყო ყარსის ოთხი სამხედრო ჰოსპიტლის, ხოლო 1916 წელს ერევნის ჰოსპიტლის მღვდელი. 1918 წელს დაინიშნა თბილისის №1 საქალაქო გიმნაზიისა და ვაჟთა №7 გიმნაზიის პედაგოგად. 1919 წლის 12 აპრილს მიენიჭა დეკანოზის ხარისხი. 1926 წლის 7 მარტს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ამბროსის ლოცვა-კურთხევით ხელდასხმულ იქნა მარგვეთის ეპისკოპოსად. 1929 წელს გადაიყვანეს ცხუმ-აფხაზეთის ეპისკოპოსად. 1930 წლის 25 ოქტომბერს ვარლაამ მიტროპოლიტს მიენიჭა მიტროპოლიტის ხარისხი. 1934-1937 წლებში, სამღვდელოების დევნისას, იყო უეპარქიოდ. 1937 წლის 7 ივნისს, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის კალისტრატეს ლოცვა-კურთხევით დაინიშნა ქუთაის-გაენათის ეპარქიის მიტროპოლიტად, იმავე წელსვე გადაასახლეს. გარდაიცვალა გადასახლებაში.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.-გვ.177


Share: