The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



რეზო მახათაძე

რეზო მახათაძე
ოფიციალური სახელი:რევაზ მახათაძე
დაბადების თარიღი:10 ივლისი, 1951  (73 წლის)
კატეგორია:პედაგოგი, ხელოვნების მუშაკი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი.

1990 წლიდან უმაღლესი კატეგორიის კინოოპერატორი. 1968 წლიდან მუშაობს კინოსტუდია "მემატიანეში"; 1991-1993წწ. სამაჩაბლოსა და აფხაზეთის ომის მონაწილე; 1993-1999წწ. მუშაობდა საქართველოს ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის სახელმწიფო კორპორაციაში კინოვიდეოოპერატორად; 1994-2006წწ. დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის პედაგოგი; 2005-2008წწ. სტუდია "მემატიანეს" დირექტორის მოადგილე; 2008 წლიდან დირექტორი. დამდგმელი ოპერატორია ფილმების: "დავით გურამიშვილი" (დოკუმენტური, 1980), "დღე და საუკუნე"(დოკუმენტური, 1984), "მარად ცოცხალი ხელოვნება" (დოკუმენტური, 1988), "სულიკო"(დოკუმენტური, 1990), "მიცვალებულთა კუნძულზე" (2003), "სკივრი"(დოკუმენტური, 2007), "ქართველი ლეგიონერი (დიმიტრი ამილახვარი)"(დოკუმენტური, 2007).

წყარო: ეროვნული ფილმოგრაფიის პორტალი: geocinema.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირი, წევრი (1984-)

გააზიარე: