The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ქეთი ტოროტაძე

ქეთი ტოროტაძე
ოფიციალური სახელი:ქეთევან ტოროტაძე
დაბადების თარიღი:17 ივლისი, 1959  (64 წლის)
კატეგორია:ლიტერატურათმცოდნე, მთარგმნელი, მწერალი, პუბლიცისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტი 1981 წელს; ამავე უნივერსიტეტის ასპირანტურა 1988 წელს; ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი (ამჟამად შეესაბამება დოქტორის ხარისხს).

მუშაობდა გამომცემლობა "საბჭოთა საქართველოში" რედაქტორად, უნივერსიტეტის საზღვარგარეთის ლიტერატურის ისტორიის კათედრაზე უფროს მეცნიერ-თანამშრომლად. კითხულობდა ლექციებს სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებში. 1989-1991 წლებში აქვეყნებდა სოციალურ-პოლიტიკური ხასიათის პუბლიკაციებს ქართულ პრესაში (გაზეთები "დედასამშობლო", "თბილისი", "მრგვალი მაგიდა - თავისუფალი საქართველო"). ინგლისურიდან და რუსულიდან ნათარგმნი აქვს: უილიამ ს. მოემის რომანი "მოხატული ფარდა"ლოურენს გრინის "ძველი აფრიკის უკანასკნელი საიდუმლოებანი", ა. ვ. ჩაკლინის "მოგზაურობა საიდუმლოს ამოსაცნობად გრძელდება", ჩარლზ გალენკემპის "მაია - გამქრალი ცივილიზაციის საიდუმლო". მის მიერ ნათარგმნი ვაშინგტონ ირვინგის, ამბროზ ბირსის, დეივიდ ჰ. ლორენსის, მურიელ სპარკის მოთხრობები იბეჭდებოდა ლიტერატურულ ჟურნალებში. 2011-2012 წლებში აქვეყნებდა სტატიებს ჟურნალში "ისტორიანი". არის რამდენიმე წიგნის ავტორი. მისი წიგნები:

"იმპერატორი ნაპოლეონი" (2013; 2020)

"პოლონური ქრონიკები" (2013; 2020)

"ინგლისური ლიტერატურის ისტორია" (2013; 2020)

"თქმა მართლისა" (2015; 2020)

"სიმბოლოები და ალეგორიები" (2016; 2020)

"არჩილი" (2018; 2020)

"ელექტრონული პორტრეტები" (2019)

"ნინოს ცხოვრება" (2021)

"როცა მზე ჩადის" (2023)

ელექტრონული ფორმით არის გამოქვეყნებული ელექტრონული წიგნების სახლში "საბა".

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ავტორის პოზიციის თავისებურება XX საუკუნის მხატვრულ პროზაში (ინგლისური და ამერიკული ლიტერატურის მასალაზე)", დაიცვა 1989 წელს.

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: