The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ირაკლი მახარაძე

ირაკლი მახარაძე
დაბადების თარიღი:4 მარტი, 1961  (64 წლის)
კატეგორია:მწერალი, რეჟისორი, სცენარისტი

ბიოგრაფია

დაამთავრა საქართველოს თეატრისა და კინოს სახელმწიფო ინსტიტუტის კინოსარეჟისორო ფაკულტეტი 1983 წელს.

გადაღებული აქვს დოკუმენტური და ანიმაციური ფილმები. სხვადასხვა დროს მუშაობდა სხვადასხვა ტელეარხებზე და იყო წამყვანი გადაცემებისა კინოსა და მუსიკის შესახებ. არის რამდენიმე დოკუმენტური ნაშრომის ავტორი. მიღებული აქვს სხვადასხვა ჯილდოები. გამოქვეყნებული აქვს არაერთი წიგნი დოკუმენტური პროზის ჟანრში. დამდგმელი რეჟისორია ფილმების: "ლელოს შემობრუნება" (დოკუმენტური, 1984), "აბა იო და აბა ჰეი (ტრიბუნების ოთხი მხარე)" (დოკუმენტური, 1988), "მოქანდაკე მერაბიშვილები" (დოკუმენტური, 1988), "განაპირა სახლი" (1991), "აღმოსავლეთის ექსპრესი" (დოკუმენტური, 1995), "სახლი ლხინისა" (დოკუმენტური, 1998), "დიმიტრი შევარდნაძე" (დოკუმენტური, 2000), "გურული ფირალები" (დოკუმენტური, 2000), "ვინც მოვიდა გაუმარჯოს" (2001), "მოგზაურობა ისტორიაში" (ანიმაციური, 2005), "ვაჟკაცს კარგ უნდა ჰყვანდის ცხენიო" (დოკუმენტური, 2006) და სხვ.; სცენარის ავტორია ფილმების: "განაპირა სახლი" (1991), "სახლი ლხინისა" (დოკუმენტური, 1998), "დიმიტრი შევარდნაძე (დოკუმენტური, 2000), "გურული ფირალები" (დოკუმენტური, 2000), "ვინც მოვიდა გაუმარჯოს" (2001), "მოგზაურობა ისტორიაში" (ანიმაციური, 2005), "ვაჟკაცს კარგ უნდა ჰყვანდის ცხენიო" (დოკუმენტური, 2006) და სხვ.; მემონტაჟეა ფილმების: "გურული ფირალები" (დოკუმენტური, 2000), "დიმიტრი შევარდნაძე" (დოკუმენტური, 2000), "ვინც მოვიდა გაუმარჯოს" (2001). კინორეჟისორი და მკვლევარი. 

წყარო: ეროვნული ფილმოგრაფიის პორტალი: geocinema.ge; სულაკაურის გამომცემლობა: sulakauri.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირი, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • ლიტერატურული პრემია "საბა"
    დიადი მუნჯი : ქართული მუნჯი კინოს ისტორია / ირაკლი მახარაძე .- თბილისი : ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2014.- 214გვ.

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: