შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ფელიქს ვარლამიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო-მათემატიკის ფაკულტეტსა(1920-1923) და თბილისის სამხატვრო აკადემიის ფერწერის ფაკულტეტზე(1923-1927). მისი პედაგოგები იყვნენ ი. შარლემანი და ე. ლანსერე. 20-იან წლებში მისი ნამუშევრები გამოიფინა თბილისსა და ქუთაისში. სამხატვრო აკადემიის დამთავრების შემდეგ, ფელიქს ვარლამიშვილმა თბილისში დაარსა საკუთარი სამხატვრო სკოლა. 1927 წელს გამოიცა იეთიმ-გურჯის კრებული, რომლის ილუსტრაციები ახალგაზრდა მხატვარს ეკუთვნოდა. 1929 წლიდან ცხოვრობდა პარიზში. 1945 წლიდან იყო "შემოდგომის სალონის" ჟიურის წევრი. 1948-1952 წლებში ცხოვრობდა და მოღვაწეობდა არგენტინაში. სხვადასხვა დროს პერსონალური გამოფენები მოაწყო საფრანგეთის, აშშ-ს, არგენტინის, იაპონიის, ირანის, ბელგიის სხვადასხვა ქალაქებში. 1987 წელს მხატვრის მიერ ნაანდერძევი 10 ნამუშევარი გადმოეცა შ. ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმს. გამოფენები მოეწყო თბილისსა (1987) და ქუთაისში (1988). მის ტილოებზე ასახულია საოჯახო, შრომის, თევზაობის, ნადირობის რეალისტური სცენები. ნამუშევრები ხასიათდება მაღალი პროფესიული დონით, ორიგინალური ხედვით, კომპოზიციისა და ფერების დეკორატიული ხასიათით, თბილი კოლორიტით, პოეტური ნაღვლიანი განწყობილებით ("ავტოპორტრეტი", 1924; "მაწვნის გამყიდველი", 1943; "მეთევზეები", 1978). გარდაიცვალა პარიზში, ანდერძის თანახმად, მისი ნეშტი დაწვეს და ფერფლი ლევილის ქართველთა სასაფლაოზე დაკრძალეს. თბილისში არის ფელიქს ვარლამიშვილის სახელობის ქუჩა. ფერმწერი. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.-გვ.177
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |