The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ფელიქს ვარლამიშვილი

ფელიქს ვარლამიშვილი
სხვა სახელი:ფელიქს ვარლა
დაბადების თარიღი:22 აპრილი, 1903
გარდაცვ. თარიღი:6 თებერვალი, 1986  (82 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ლევილის ქართველთა სასაფლაო, საფრანგეთი
კატეგორია:მხატვარი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო-მათემატიკის ფაკულტეტსა(1920-1923) და თბილისის სამხატვრო აკადემიის ფერწერის ფაკულტეტზე(1923-1927).

მისი პედაგოგები იყვნენ ი. შარლემანი და ე. ლანსერე. 20-იან წლებში მისი ნამუშევრები გამოიფინა თბილისსა და ქუთაისში. სამხატვრო აკადემიის დამთავრების შემდეგ, ფელიქს ვარლამიშვილმა თბილისში დაარსა საკუთარი სამხატვრო სკოლა. 1927 წელს გამოიცა იეთიმ-გურჯის კრებული, რომლის ილუსტრაციები ახალგაზრდა მხატვარს ეკუთვნოდა. 1929 წლიდან ცხოვრობდა პარიზში. 1945 წლიდან იყო "შემოდგომის სალონის" ჟიურის წევრი. 1948-1952 წლებში ცხოვრობდა და მოღვაწეობდა არგენტინაში. სხვადასხვა დროს პერსონალური გამოფენები მოაწყო საფრანგეთის, აშშ-ს, არგენტინის, იაპონიის, ირანის, ბელგიის სხვადასხვა ქალაქებში. 1987 წელს მხატვრის მიერ ნაანდერძევი 10 ნამუშევარი გადმოეცა შ. ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმს. გამოფენები მოეწყო თბილისსა (1987) და ქუთაისში (1988). მის ტილოებზე ასახულია საოჯახო, შრომის, თევზაობის, ნადირობის რეალისტური სცენები. ნამუშევრები ხასიათდება მაღალი პროფესიული დონით, ორიგინალური ხედვით, კომპოზიციისა და ფერების დეკორატიული ხასიათით, თბილი კოლორიტით, პოეტური ნაღვლიანი განწყობილებით ("ავტოპორტრეტი", 1924; "მაწვნის გამყიდველი", 1943; "მეთევზეები", 1978). გარდაიცვალა პარიზში, ანდერძის თანახმად, მისი ნეშტი დაწვეს და ფერფლი ლევილის ქართველთა სასაფლაოზე დაკრძალეს. თბილისში არის ფელიქს ვარლამიშვილის სახელობის ქუჩა. ფერმწერი.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.-გვ.177


გააზიარე: