შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მიხეილ მედნიკოვი![]()
ბიოგრაფიადაამთავრა ხატვის და ფერწერის ორწლიანი კურსები ქ. მოსკოვში 1953 წელს; კინემატოგრაფიის საკავშირო სახელმწიფო ინსტიტუტი კინოოპერატორის სპეციალობით 1972 წელს. 1955 წლიდან კინოსტუდია "ქართული ფილმის" დამდგმელი ოპერატორი და დამდგმელი მხატვარი; 1998 წლიდან საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის პედაგოგი, ასოცირებული პროფესორი. დამდგმელი რეჟისორია ფილმის: "კარები" (1971); სცენარის ავტორია ფილმის "კარები" (1971), დამდგმელი ოპერატორია ფილმების: "კარები" (1971), "თვალი პატიოსანი" (1976), "კაცია ადამიანი?!" (1979), "კუკარაჩა" (1982), "მარტოხელა მონადირე" (1989), "ჩემი ძვირფასი, სანატრელი ბაბუ" (1998), "6 და 7 (მისტიკური დრამა, ადამი და ევას სულიერ ისტორიაზე)" (2003) და სხვ.; დამდგმელი მხატვარია ფილმების: "შეხვედრა წარსულთან" (1966), "ღიმილის ბიჭები"(1969), "გოგონა და ჯარისკაცი" (1970), "ციმბირელი პაპა" (1973), "მაცხოვრის საფლავზე ანთებული სანთელი" (2008) და სხვ. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |