The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გურამ ვარშალომიძე

გურამ ვარშალომიძე
დაბადების თარიღი:5 მაისი, 1939
გარდაცვ. თარიღი:16 ოქტომბერი, 2020  (81 წლის ასაკში)
კატეგორია:გამომგონებელი, თანამდებობის პირი, ინჟინერი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ხელვაჩაური, ახლანდელი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამთო გეოლოგიის ფაკულტეტი 1964 წელს.

1964-1970 წლებში მუშაობდა ტრესტ "საქნავთობის", აზერბაიჯანის "ყარადაღნავთობის" და "აფშერონ ნავთობის" საწარმოებში, საქართველოს სამთო მექანიკის, საბადოთა დამუშავებისა და აფეთქების ფიზიკის ინსტიტუტში, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სამთო მექანიკის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში. 1991-1993 წლებში იყო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე. 2005-2006 წლებში "საქნავთობის" გენერალური დირექტორი. 2006 წლიდან ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში. იყო  ნავთობისა და გაზის ჭაბურღილების, ბურღვის ტექნიკისა და ტექნოლოგიების კათედრის გამგე. 2007 წლიდან მუშაობდა ნავთობისა და გაზის ტექნოლოგიების დეპარტამენტის ხელმძღვანელად და შპს "საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციაში" მრჩეველ-ექსპერტად. გურამ ვარშალომიძის გამოკვლევები ეძღვნება ენერგო და რესურსდამზოგავი ეკოლოგიურად სუფთა თვითგავრცელებადი მაღალტემპერატურული სინთეზის ტექნოლოგიას. შედეგები დაინერგა "საქნავთობში", "თბილისის მეტროპოლიტენსა" და"ყუბანგაზმრეწვში" (რუსეთის ფედერაცია). მისი ახალი სამეცნიერო კვლევები ეხება ანტირადიაციული მასალის მიღების ახალ ტექნოლოგიებს. გამოქვეყნებული აქვს 5 მონოგრაფია და შრომები საქართველოსა და საზღვარგარეთის მრავალ ქვეყანაში. აქვს გამოგონებები. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი (1996), პროფესორი (1999), ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ემერიტუს პროფესორი. სამთო ინჟინერი.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.-გვ.183; წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.339

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს საინჟინრო აკადემია, წევრი (2000-)
  • უკრაინის საინჟინრო აკადემია, წევრი (2001-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1999 - ღირსების ორდენი
    საქართველოს სტატისტიკის სამსახურის განვითარებასა და სრულყოფაში შეტანილი პირადი დიდი წვლილისათვის, ნაყოფიერი სამეცნიერო და საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის
  • საქართველოს ეროვნული პრემია

გააზიარე: