შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ალექსანდრე პირუმოვი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა პეტრე ჩაიკოვსკის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო კონსერვატორია 1956 წელს(საკომპოზიციო). 1958 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე იყო მოსკოვის კონსერვატორიასთან არსებული მუსიკალური სასწავლებლის პედაგოგი(კომპოზიცია); 1962 წლიდან მოსკოვის კონსერვატორიის პედაგოგი, 1984 წლიდან პროფესორი; პირუმოვის საფორტეპიანო "პრელუდია–ტოკატა" შედიოდა პ. ჩაიკოვსკის სახელობის II საერთაშორისო კონკურსის სავალდებულო პროგრამაში(1962), ასევე, მისი საფორტეპიანო "სკერცო" შედიოდა პ. ჩაიკოვსკის სახელობის საერთაშორისო კონკურსის სავალდებულო პროგრამაში(1974); თხზულებები: 4 სიმფონია(1956–19730), ორატორია "Дни октября"(1967), "Реквием в память воина-брата"(1975), პოემა–კანტატა(1956), კონცერტები: კონცერტი–ვარიაცია ფორტეპიანოსა და ორკესტრისათვის(1972), ჰობოის კონცერტი(1986), 4 სიმებიანი კვარტეტი(1954–1967), საფორტეპიანო: პრელუდია და ტოკატა(1961), სონატინა, ვიოლონჩელოს სონატა, გუნდები, რომანსები, სხვადასხვა ჟანრის საბავშვო პიესები, მუსიკა კინოფილმისათვის; რუსი, წარმოშობით სომეხი კომპოზიტორი. წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 390; ვიკიპედია - თავისუფალი ენციკლოპედია: ru.wikipedia.org ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |