The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მამია ვარშანიძე

მამია ვარშანიძე
დაბადების თარიღი:15 დეკემბერი, 1916
გარდაცვ. თარიღი:29 მარტი, 1998  (81 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:სოფელ ურეხის სასაფლაო, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი
კატეგორია:მთარგმნელი, პოეტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ურეხი, ახლანდელი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი.

დაამთავრა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტი 1954 წელს ისტორიის სპეციალობით.

1961 წელს მუშაობა დაიწყო ჟურნალ "ჭოროხის" რედაქციაში პასუხისმგებელ მდივნად. ნაწარმოებებს აქვეყნებდა 1933 წლიდან, მისი პირველი ლექსი დაიბეჭდა გაზეთ ''საბჭოთა აჭარაში''. 1935 წელს 19 წლის ახალგაზრდა მიიღეს მაშინდელი საბჭოთა კავშირის მწერალთა კავშირის წევრად. მისი წევრობის წიგნაკს ხელს აწერდა მაქსიმ გორკი.

მამია ვარშანიძე მეორე მსოფლიო ომის მონაწილეა. იმ წლების გამოძახილია პოეტის პირველი კრებული  - ''მებრძოლის სიმღერები'', რომელიც 1946 წელს გამოქვეყნდა ბათუმში. გამოცემული აქვს 40 -ზე მეტი წიგნი, მათ შორის ორი ''ჩემი დედულეთი'' და ''ნატვრა სულისა'' - პროზაულია. მის კრებულთა შორის გამოირჩევა: "ჩემო სამშობლოვ"(1950), "სიცოცხლის წყარო"(1953), "მთის ყვავილები"(1955), "შენ მზეს ვფიცავ"(1957), "ჩემი ტაძარი"(1960), "ფიცი"(1970), "იმღერე გულო"(1972). შეადგინა აჭარისადმი მიძღვნილი ლექსების კრებული "მამულო საყვარელო" (1971). გამოცემაში "თარგმნილი ლექსები" (1971) შესულია უკრაინელი, რუსი, აფხაზი, თურქი პოეტების ნაწარმოებთა თარგმანები. აღსანიშნავია კრებულები: "ჩემი ოცნების მდინარეები"(1980), "ჩემი დედულეთი"(1980), "მებრძოლის სიმღერები"(1981), ასევე ლიტერატურული წერილები "ჩემი გულისთქმა" (1983). პოეტის ისტორიული პოემა - "ხიხანის არწივები" - ქართული კლასიკური ეპოსის საუკეთესო ნაწარმოებთა გვერდით დგას. მგოსნის სამუდამო განსასვენებელთან გამოედინება წყარო, რომელსაც "მამიას წყარო" შეარქვეს. 1992 წელს მთისძირის (ყოფილი სუვოროვის) ქუჩას, რომელსაც აქვს შესახვევი ორი ჩიხით, მამია ვარშანიძის სახელი უწოდეს. 

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.-გვ.183; საქართველოს ნეკროპოლი: geonecropol.com; წიგნი ღირსებისა: . 1/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2000. - გვ.358; საინფორმაციო ცნობარი აჭარაში მოღვაწე მწერალთა შესახებ / შემდგენელი ცისანა ანთაძე.-ბათუმი, 2019.-გვ.157

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1996 - ღირსების ორდენი

ბიბლიოგრაფია

  • შვიდასი : ლექსები (ავტორი). - ბათუმი, აჭარა, 1994. - 216გვ.
  • ეპოსი : წიგნში ავტორმა თხუთმეტამდე პოემას მოუყარა თავი. ყველა პატრიოტული მოტივითაა აღზევებული (ავტორი). - ბათუმი, აჭარის ჟურნ.-გაზეთ. გამ-ბა, 1993. - 332გვ.
  • ნატვრა სულისა : რომანი (ავტორი). - ბათუმი, საბჭ.აჭარა, 1989. - 243გვ.
  • დაღლილი ნისლი : ლექსები (ავტორი). - თბილისი, საბჭ.საქართველო, 1988. - 118გვ.

გააზიარე: