The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თეიმურაზ მიქაძე

თეიმურაზ მიქაძე
დაბადების თარიღი:6 მაისი, 1927
გარდაცვ. თარიღი:19 ივნისი, 1975  (48 წლის ასაკში)
კატეგორია:მხატვარი, რეჟისორი, სცენარისტი

ბიოგრაფია

დაამთავრა საკავშირო კინემატოგრაფიის ინსტიტუტის კინოს სამხატვრო ფაკულტეტი 1949 წელს.

ინსტიტუტის დამთავრებისთანავე დაიწყო კინემატოგრაფიაში მოღვაწეობა; 1954 წლამდე მუშაობდა მულტიპლიკაციური ფილმების სტუდიაში; 1955 წლიდან - მხატვრული ფილმების სტუდიაში; 1966-1970წწ. იყო კინოსახლის დირექტორი. დამდგმელი რეჟისორია ფილმების: "ურჩი თიკანი" (ანიმაციური, 1953), "შემთხვევა გზაზე" (1963); სცენარის ავტორია ფილმების: "შემთხვევა გზაზე" (1963), "ქერათმიანი ქალიშვილი" (1968); დამდგმელი მხატვარია ფილმების: "ნებიერი"(ანიმაციური, 1950), "ჯაფარა" (ანიმაციური, 1951).

წყარო: ეროვნული ფილმოგრაფიის პორტალი: geocinema.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირი, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1968 - საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე

გააზიარე: