შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ლიუბოვ პოდზემსკაია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ვიტებსკი, ბელორუსია. დაამთავრა ქ. ლენინგრადის მუსიკალური ტექნიკუმი 1936 წელს(საფორტეპიანო), სახელმწიფო კონსერვატორია 1941 წელს(მუსიკისმცოდნეობა). 1936–1938წწ. იყო ლენინგრადის რადიოკომიტეტის მუსიკალური განყოფილების რედაქტორი; 1938–1941წწ. ლენინგრადის პიონერთა სასახლის თეორიული საგნების პედაგოგი; 1941–1945წწ. თბილისის I მუსიკალური სასწავლებლის მხატვრული აკომპანემენტის პედაგოგი, პარალელურად1941–1976წწ. ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პედაგოგი(რუსული მუსიკის ისტორია, საბჭოთა მუსიკის ისტორია, სსრკ ხალხთა მუსიკის ისტორია); 1957–1958წწ. პეკინის, თიენძინის(ჩინეთი) კონსერვატორიის პედაგოგი(რუსული მუსიკის ისტორია), დოცენტი(1967); 1976 წლიდან ცხოვრობდა გერმანიაში; ხელოვნებათმცოდნეობის კანდიდატი, მუსიკისმცოდნე ისტორიკოსი. საკანდიდატო დისერტაციის თემა – "Общественно-просветительская деятельность Ипполитова-Иванова в Грузии", დაიცვა 1965 წელს. წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 391 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |