The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ჟანეტა ვარძელაშვილი

ჟანეტა ვარძელაშვილი
დაბადების თარიღი:26 დეკემბერი, 1960  (63 წლის)
კატეგორია:ენათმეცნიერი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი სლავური ენების სპეციალობით.

სულხან საბა ორბელიანის პედაგოგიური უნივერსიტეტის რუსული ენისა და ლიტერატური სწვლების მეთოდიკების კათედრის უფროსი მასწავლებელი; ამავე კათედრისა და თანამედროვე რუსული ენის კათედრის დოცენტი; დაწყებითი განათლების მეთოდიკების კათედრის გამგის მოადგილე; სლავური ფილოლოგიის ფაკულტეტის დეკანი; თანამედროვე რუსული ენის კათედრის პროფესორი; "ენები და ლიტერატურა" პროგრამული მიმართულების ხელმძღვანელი; თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორი; ქართული და ევროპული ენების პროგრამული მიმართულების ხელმძღვანელი; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარული ფაკულტეტის, რუსისტიკის ინსტიტუტის მოწვეული პროფესორი; დოქტორანტთა სადისერტაციო ნაშრომების ხელმძღვანელი; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სრული პროფესორი. 2022 წლიდან - საერთაშორისო ორგანიზაციის, QS Global Academic Survey-ს ექსპერტი. გამოქვეყნებული აქვს მონოგრაფიები და რამდენიმე სახელმძღვანელო. მისი კვლევის ძირითადი მიმართულებებია ლექსიკოგრაფიულ პრაქტიკაში სხვადასხვა ტიპის ლექსიკონის შედგენა, ლექსიკურ-სემანტიკური თეორიის კვლევა. ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (2002), პროფესორი (2004). 

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "არსებითი სახელების კონსტრუქციულად განპირობებული მნიშნელობები", დაიცვა 1995 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "სამყაროს მეტაფორული სურათი", დაიცვა 2004 წელს.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.-გვ.185; საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.463; ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი: gau.edu.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • რუსეთის ფედერაციის პედაგოგიურ და სოციალურ მეცნიერებათა აკადემია, ნამდვილი წევრი (2006-)
  • საქართველოს პედაგოგიური აკადემია, წევრი (2008-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • პუშკინის სახელობის საერთაშორისო პრემიის ორგზის ლაურეატი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: