The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



სერგეი ლაშქაროვი

სერგეი ლაშქაროვი
ოფიციალური სახელი:სერგეი ბიბილური
დაბადების თარიღი:23 თებერვალი, 1739
გარდაცვ. თარიღი:6 ოქტომბერი, 1814  (75 წლის ასაკში)
კატეგორია:დიპლომატი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. მოსკოვი.

ვახტანგ VI-ის ამალასთან რუსეთში გადახვეწილ ლაშქარ(იგივე ლაზარე) ბიბილურის ვაჟიშვილი; ქართულთან და რუსულთან ერთად კარგად იცოდა ფრანგული, იტალიური, თურქული, არაბული, სპარსული, ძველი და ახალი ბერძნული, სომხური ენები; 1762 წელს იგი რუსეთის საგარეო საქმეთა კოლეგიაში მუშაობდა, შემდგომ რუსეთის კონსტანტინეპოლის საელჩოში იყო საელჩოს მრჩეველი, ელჩის მოვალეობის შემსრულებელი და პირველი კონსული დუნაის სამთავროებში; მონაწილეობდა ქუჩუქ-კაინარჯისა(1774) და იასის(1791) საზავო მოლაპარაკებაში; დიდი როლი შეასრულა ყირიმის სახანოს რუსეთთან შეერთების საქმეში, რისთვისაც ეკატერინე II-მ კანცლერ-მრჩევლის წოდება მიანიჭა; განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი მონაწილეობა რუსეთ-საქართველოს, აგრეთვე რუსეთ-კავკასიელ მთიელთა ურთიერთობის საქმეში; იგი საქართველოს რუსეთთან შეერთების საკითხში მთავარი მრჩეველი იყო; 1807 წელს მართავდა მოლდავეთსა და ვლახეთს, სადაც დიდი მზრუნველობა გამოიჩინა ადგილობრივი კათოლიკი მოსახლეობის მიმართ, რისთვისაც რომის პაპის მადლობა დაიმსახურა. გენერალ-მაიორ გრიგოლ, გენერალ-ლეიტენანტ ალექსანდრე, გენერალ-მაიორ პავლე ლაშქაროვების მამა. რუსი დიპლომატი, თარჯიმანი, გენერალ - ადიუნტანტი(1792), საიდუმლო მრჩეველი(1800), წარმოშობით ქართველი.

 წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 6.-თბ., 1983.-გვ.149; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.309

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1800 - წმინდა ანას I ხარისხის ორდენი
  • 1800 - წმინდა იოანე იერუსალიმელის ორდენი
  • 1798 - წმინდა ანას II ხარისხის ორდენი
  • 1780 - წმინდა ვლადიმირის IV ხარისხის ორდენი

გააზიარე: