The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ალექსი პოზდნეევი

დაბადების თარიღი:3 თებერვალი, 1904
გარდაცვ. თარიღი:20 მარტი, 1968  (64 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ქ. სოხუმი
კატეგორია:კომპოზიტორი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. პეტერბურგი.

დაამთავრა ლენინგრადის უნივერსიტეტი 1924 წელს(საზოგადოებრივ მეცნიერებათა ფაკულტეტი).

1921–1924წწ. სწავლობდა ლენინგრადის კონსერვატორიაში, პედაგოგი ს. ი. სავშინსკი(ფორტეპიანო), ვ. პ. კალაფატი(ჰარმონია, კონტრაპუნქტი), მ. მ. ჩერნოვა(ინსტრუმენტობა); 1924–1948წწ. იყო ლენინგრადის, ყაზანის, ივანოვოს, პეტროზავოდსკის, შახტის, ულან–უდეს, სოხუმის დრამატული თეატრების მუსიკალური ნაწილის გამგე; 1949–1950წწ. ბალტიის ფლოტის მუსიკალური ანსამბლის კონცერტმაისტერი; 1959–1964წწ. სოხუმის მუსიკალური სასწავლებლის პედაგოგი(თეორიული საგნები); თხზულებები: ოპერა – საბავშვო "სახიფათო ნაცნობობა"(1962, აფხაზურ თემებზე); სიუიტები: "ლხინი ჭირიანობის ჟამს" სოლისტების, გუნდისა და ორკესტრისათვის(1936, ა. პუშკინის მიხედვით), "ბრინჯაოს მხედარი"(1942, ა. პუშკინის მიხედვით); სიმფონიური ნაწარმოები: "ბილინა"(1923); ნაწარმოებები აფხაზურ ხალხურ თემებზე: "საქორწინო ცეკვა" და "მარში"(1944), "ფანტაზია"(1945); საფორტეპიანო კონცერტი აფხაზურ ხალხურ თემებზე(1945); ვარიაციები სიმებიანი კვარტეტისათვის ქართული სიმღერის "სულიკოს" თემაზე(1954); საკონცერტო ფანტაზია ლიტვურ ხალხურ თემებზე(1958); რომანსები, სიმღერები, მუსიკა დრამატული სპექტაკლებისათვის(150–მდე); საქართველოში მოღვაწე რუსი კომპოზიტორი.

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 391

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს კომპოზიტორთა კავშირი, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • აფხაზეთის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე

გააზიარე: