შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
იგორ ნაგორნი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო ფიზკულტურის ინსტიტუტი 1957 წელს; საკავშირო რადიომაუწყებლობისა და ტელევიზიის სახელმწიფო კომიტეტთან არსებული უმაღლესი კინოსაოპერატორო კურსები 1964 წელს. 1958 წლიდან მოღვაწეობს საქართველოს ტელევიზიაში; იყო საქართველოს ტელევიზიის მთავარი კინოოპერატორი. უმაღლესი კატეგორიის ოპერატორი. მის მიერ გადაღებული ფილმებიდან აღსანიშნავია: "დედის ხელი"(1957); სსრკ ხალხთა სპარტაკიადა: (1958); "სოფლის ცხენოსნების შეჯიბრი" (1958), "სოფელი ბახვი" (1959), "მეგობრობის ალბომი"(1959), "მათი ბედნიერება" (1959), "ბაკურიანი, სპარტაკიადა" (1962), "ანკესი და სეინერი" (1962), "ფოტონოველა"(1961), "ომარ ჯოხაძე" (1963)", "გია მიდის ყამირზე" (1963), "მისი დღე" (1964), "მიხვედრილი კაცი"(1964), "სულერთია დაგეწევი" (1964), "პეტრე ამირანაშვილი" (1965), "მე თვითონ" (1965), "გრიბოედოვის თეატრი"(1955), "რუსთაველის თეატრი'' (1965), "რთველი"(1966), "გაიცანით ქართული ჩაი" (1966), "ქართული ჭიდაობა"(1967), "ჭადრაკის დედოფალი" (1968), "ჟან ვილარი თბილისში" (1967), "მიხაი ზიჩი" (1968), "მოქანდაკე კანდელაკი"(1968), "მოქანდაკე ამაშუკელი" (1970), "შეხვედრამდე" (1970), "ცეკვის ჯადოქარი" (1971), "შეხვედრა ლადო გუდიაშვილთან" (1976), "ქართველ კინომოღვაწეთა შემოქმედებითი პორტრეტები" (1980), "მომღერალთა ოჯახი"(1981). წყარო: ხელოვნების კალენდარი: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 1993.- გვ.47; ეროვნული ფილმოგრაფია: geocinema.ge; წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.59 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |