შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ალექსი ლეკიაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1941 წელს. 1943 წლიდან მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში; 1973-1977 წწ. იყო თბილისის სახ. უნივერსიტეტის სემიტოლოგიის კათედრის გამგე. მას ეკუთვნის გამოკვლევები კლასიკური არაბული ენის სტრუქტურისა და სემიტურ ენათა შედარებითი გრამატიკულ საკითხებზე; შეადგინა არაბული ენის სახელმძღვანელოები. მასვე ეკუთვნის გამოკვლევა აფხაზური ენის პოტენციალისის ფორმის შესახებ. არაბისტი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი(1965), პროფესორი(1967). წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 6.-თბ., 1983.-გვ.164; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.326 ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |