The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ალექსი ლეკიაშვილი

დაბადების თარიღი:31 იანვარი, 1920
გარდაცვ. თარიღი:20 მარტი, 1977  (57 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:თბილისი
კატეგორია:ენათმეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1941 წელს.

1943 წლიდან მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში; 1973-1977 წწ. იყო თბილისის სახ. უნივერსიტეტის სემიტოლოგიის კათედრის გამგე. მას ეკუთვნის გამოკვლევები კლასიკური არაბული ენის სტრუქტურისა და სემიტურ ენათა შედარებითი გრამატიკულ საკითხებზე; შეადგინა არაბული ენის სახელმძღვანელოები. მასვე ეკუთვნის გამოკვლევა აფხაზური ენის პოტენციალისის ფორმის შესახებ. არაბისტი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი(1965), პროფესორი(1967).

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: . 6.-თბ., 1983.-გვ.164

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: