The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიგო ლელაშვილი

გიგო ლელაშვილი
ოფიციალური სახელი:გიორგი ლელაშვილი
დაბადების თარიღი:1881
გარდაცვ. თარიღი:1943  (62 წლის ასაკში)
კატეგორია:პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ხოვლე, გორის მაზრა.

რევოლუციური მოძრაობის მონაწილე საქართველოში. მონაწილეობდა ავლაბრის არალეგალური სტამბის შექმნაში. რევოლუციური მოღვაწეობისთვის არაერთხელ დააპატიმრეს და გადაასახლეს. 1905-1907 წწ. რევოლუციის დროს მონაწილეობდა თბილისის მუშების გამოსვლებში. 1906 წელს კვლავ ავლაბრის არალეგალურ სტამბაში იყო. შემდეგ, პარტიის ცკ-ს გადაწყვეტილებით პეტერბურგის ერთერთ სტამბაში გადავიდა სამუშაოდ. 1907-1917 წწ. თბილისში დაიწყო პარტიული მუშაობა; იბრძოდა მენშევიკური მთავრობის წინააღმდეგ, რისთვისაც დააპატიმრეს. 1920 წლიდან ჩრდილოეთ კავკასიაში იყო, XI წითელი არმიის შტაბში. საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ სხვადასხვა საპასუხისმგებლო სამუშაო ებარა. პარტიული მუშაკი, რევოლუციონერი.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: . 6.-თბ., 1983.-გვ.165

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • სკკპ წევრი (1900-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1930 - შრომის გმირი

გააზიარე: