შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ზაურ მესხიშვილი![]()
ბიოგრაფიადაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი 1960 წელს. 1960 წლიდან სსრ კავშირის 50 წლისთავის სახელობის საწარმოო გაერთიანების ინჟინერი, უფროსი ინჟინერი, განყოფილების უფროსის მოადგილე, განყოფილების უფროსი, მთავარი ინჟინრის მოადგილე, პარტკომის მდივანი. 1976 წლიდან პარტიის ქ. თბილისის პირველი მასისის რაიკომის მდივანი, თბილისის საქალაქო კომიტეტის განყოფილების გამგე, ქ. თბილისის პირველი მაისის რაიკომის პირველი მდივანი. 1980-1984წწ. პარტიის თბილისის საქალაქო კომიტეტის მდივანი; 1987 წლიდან მუშაობა განაგრძო ელექტრონულ-იონური ტექნოლოგიის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში; სამეცნიერო საწარმოო "ეიტსკის" დირექტორი. ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი(1974), ინჟინერ-ტექნოლოგი, მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002. - გვ.663 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |