The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ალექსანდრე მეტრეველი

ალექსანდრე მეტრეველი
Date of birth:2 November, 1944  (81 years)
Category:Athlete

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1971 წელს.

სამოყვარულო ჩოგბურთის ერთ-ერთი უძლიერესი წარმომადგენელი; 1973 წელს უიმბლონის ტურნირის ფინალისტი ერთეულთა თანრიგში და 1968 და 1970 წლებში ორგზის ფინალისტი წყვილთა თანრიგში. 1970-1978წწ. ევროპის 16-გზის ჩემპიონი ერთეულთა, წყვილთა და შერეულ წყვილთა თანრიგში, სსრკ 29-გზის ჩემპიონი ერთეულთა, წყვილთა და შერეულ წყვილთა თანრიგში, მოგებული აქვს 8 პროფესიული ტურნირი ერთეულთა თანრიგში და 2 წყვილთა თანრიგში. 1972-1974წწ. დასახელებული იყო მსოფლიოს უძლიერეს ჩოგბურთელად მოყვარულთა შორის; 1974 წელს შევიდა მსოფლიოს მოყვარულ და პროფესიონალ ჩოგბურთელთა ათეულში მეცხრე ნომრად. 18 წლის განმავლობაში შედიოდა სსრკ საუკეთესო მამაკაც ჩოგბურთელთა ათეულში, აქედან 12-ჯერ დასახელდა პირველ ნომრად (1966–1967, 1969–1978). რეგულარულად მონაწილეობდა დევისის თასზე (105 მატჩი). დამარცხებული ჰყავს მსოფლიო ჩოგბურთის კორიფეები ჯონ ნიუკომბი, ჯომი კონორსი, იან კოდეში და სხვა. გამოირჩეოდა აქტიურ კომბინაციური თამაშით, აქცენტით - ბადესთან გასვლაზე. მაღალი ფსიქოლოგიური და ფიზიკური მომზადებით. მწვრთნელი - არამ ხანგულიანი. 1981−1982წწ. იყო საქართველოს ნაკრების მწვრთნელი; 1988−1992წწ. საქართველოს სატელეგრაფო სააგენტოს მიმომხილველი. მოღვაწეობა გააგრძელა მოსკოვში სპორტულ კომენტატორად  (პრემია საუკეთესო რეპორტაჟისათვის, 2020).   ჩოგბურთელი.

წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002. - გვ.666; წიგნი ღირსებისა: ტ. 1/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2000. - გვ.453; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული  აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge

Member of Organizations

  • საქართველოს სპორტკომიტეტი, თავმჯდომარის მოადგილე (1982-1987)
  • სსრკ ჩოგბურთის ფედერაცია, ვიცე-პრეზიდენტი

Awards and Honors

  • 2017 - თბილისის საპატიო მოქალაქე
  • 2015 - დევისის თასის სპეციალური მედალი Davis Cup Commitment Aword)
  • 2014 - ქართული სპორტის რაინდი
  • 1996 - ღირსების ორდენი
    საქართველოში ჩოგბურთის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და ახალგაზრდა სპორტსმენთა აღზრდის საქმეშჭი დიდი დამსახურებისათვის
  • 1976 - სსრკ აბსოლუტური ჩემპიონი
  • 1975 - სსრკ აბსოლუტური ჩემპიონი (1970-1973, 1976)
  • 1973 - სსრკ აბსოლუტური ჩემპიონი
  • 1970 - ევროპის აბსოლუტური ჩემპიონი
  • 1970 - სსრკ აბსოლუტური ჩემპიონი
  • 1966 - საქართველოს საუკეთესო სპორტსმენი
  • 1966 - სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი
  • ავსტრალიის საპატიო მოქალაქე

Share: