The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



იგორ პოლიტკოვსკი

დაბადების თარიღი:3 აპრილი, 1930
გარდაცვ. თარიღი:2 სექტემბერი, 1984  (54 წლის ასაკში)
კატეგორია:მუსიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. მოსკოვი.

დაამთავრა . ჩაიკოვსკის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო კონსერვატორიასთან არსებული მუსიკალური სასწავლებელი 1950 წელს, სახელმწიფო კონსერვატორია 1956 წელს(სავიოლინო).

კონსერვატორიის დამთავრებიდან სიცოცხლის ბოლომდე ეწეოდა საკონცერტო, საგასტროლო და პედაგოგიურ მოღვაწეობას; 1966–1971წწ. იყო ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პედაგოგი(ვიოლინო), 1969 წლიდან დოცენტი; 1968–1971წწ. საქართველოს სახელმწიფო კამერული ორკესტრის ხელმძღვანელი(მ. იაშვილთან ერთად); ქართული რეპერტუარი: ა. შავერზაშვილი სავიოლინო კონცერტი(1968, პირველი შესრულება, 1971, ბერლინი), ო. თაქთაქიშვილი სავიოლინო კონცერტინო; სხვა რეპერტუარი: კამერული და საკონცერტო ნაწარმოებები – მენდელსონი, დვორჟაკი, სიბელიუსი, შუმანი, გრიგი, ვენიავსკი, პაგანინი, რესპიგი, ა. რუბინშტეინი, ბალაკირევი, ტანეევი, ჩაიკოვსკი, რახმანინოვი, გრეჩანინოვი; გასტროლები: სსრკ, გერმანია, პოლონეთი, ბულგარეთი, საფრანგეთი, იტალია, იაპონია, ფილიპინები; მევიოლინე მ. იაშვილის მეუღლე; რუსი, წარმოშობით ებრაელი მევიოლინე.

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 392

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1957 - საქართველოს დამსახურებული არტისტი
  • 1957 - მ. ლინგისა და ჟ. ტიბოს სახელობის კონკურსი, IV პრემია (პარიზი)
  • 1955 - დედოფალ ელისაბედის სახელობის კონკურსი, I პრემია (ბრიუსელი)
  • ნიკოლო პეგანინის სახელობის კონკურსი, V პრემია (გენუა )

გააზიარე: