Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
იგორ პოლიტკოვსკი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. მოსკოვი. დაამთავრა პ. ჩაიკოვსკის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო კონსერვატორიასთან არსებული მუსიკალური სასწავლებელი 1950 წელს, სახელმწიფო კონსერვატორია 1956 წელს(სავიოლინო). კონსერვატორიის დამთავრებიდან სიცოცხლის ბოლომდე ეწეოდა საკონცერტო, საგასტროლო და პედაგოგიურ მოღვაწეობას; 1966–1971წწ. იყო ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პედაგოგი(ვიოლინო), 1969 წლიდან დოცენტი; 1968–1971წწ. საქართველოს სახელმწიფო კამერული ორკესტრის ხელმძღვანელი(მ. იაშვილთან ერთად); ქართული რეპერტუარი: ა. შავერზაშვილი სავიოლინო კონცერტი(1968, პირველი შესრულება, 1971, ბერლინი), ო. თაქთაქიშვილი სავიოლინო კონცერტინო; სხვა რეპერტუარი: კამერული და საკონცერტო ნაწარმოებები – მენდელსონი, დვორჟაკი, სიბელიუსი, შუმანი, გრიგი, ვენიავსკი, პაგანინი, რესპიგი, ა. რუბინშტეინი, ბალაკირევი, ტანეევი, ჩაიკოვსკი, რახმანინოვი, გრეჩანინოვი; გასტროლები: სსრკ, გერმანია, პოლონეთი, ბულგარეთი, საფრანგეთი, იტალია, იაპონია, ფილიპინები; მევიოლინე მ. იაშვილის მეუღლე; რუსი, წარმოშობით ებრაელი მევიოლინე. წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 392 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |