The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნატალია ლელაშვილი

ნატალია ლელაშვილი
ოფიციალური სახელი:ნატალია საგინაშვილი
დაბადების თარიღი:1853
გარდაცვ. თარიღი:ივლისი, 1918  (65 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:თბილისი
კატეგორია:პოლიტიკური ლიდერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ხოვლე, გორის მაზრა.

მისი ბინა თბილისის ერთერთ რაიონში ნაძალადევში, რევოლუციონერთა შეკრების ადგილად იქცა, სადაც მიმდინარეობდა სოციალ-დემოკრატების წრის მეცადინეობა, იმართებოდა არალეგალური კრებები, ინახებოდა რევოლუციური ლიტერატურა და საბრძოლო იარაღი. იგი დაკავშირებული იყო არალეგალურ სტამბასთანაც. მისმა ოჯახმა(შვილები -  გიგო, ისაკი, ლუბა, ოლღა) 1905-1907 წლებში რევოლუციის დროს თბილისის პროლეტარიატის  ბრძოლაში თვალსაჩინო როლი ითამაშეს. მის საპატივსაცემად თბილისში ლენინის რაიონის ერთერთ ქუჩას მისი სახელი ეწოდა. რევოლუციური მოძრაობის მოღვაწე საქართველოში.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: . 6.-თბ., 1983.-გვ.165


გააზიარე: