Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
სერგეი პროკოფიევი![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი სონცოვკა, რუსეთი. 1904–1909წწ. სწავლობდა სანკტ–პეტერბურგის კონსერვატორიაში, პედაგოგები ა. კ. ლიადოვი(კომპოზიცია), ნ. ა. რიმსკი–კორსაკოვი(ინსტრუმენტობა), ნ. ნ. ჩერეპნინი(დირიჟორობა), ა. ნ. ესიპოვა(ფორტეპიანო). 1941–1942წწ. იყო თბილისში; 1933 წლის 13 მაისს შ. რუსთაველის სახელობის მცირე დარბაზში გამართა საავტორო კონცერტი, სადაც შეასრულა საკუთარი ნაწარმოებები: საფორტეპიანო კონცერტი N2, N3, "წამიერებანი", "სარკაზმები", "მოხუცი ბებიას ზღაპრები", ეტიუდები, "მოზღვავება", სავიოლინო სონატა(მევიოლინე ბორის სიბორი), ამავე წლის 17 მაისს, ე. მიქელაძის დირიჟორობით შეასრულა საკუთარი საფორტეპიანო კონცერტი N3(პირველი შესრულება თბილისში), უდირიჟორა აგრეთვე სიუიტას საკუთარი ბალეტიდან "რომეო და ჯულიეტა", მარშს ოპერიდან "სამი ფორთოხლის სიყვარული"; თბილისში დაიწერა მისი ოპერის "ომი და მშვიდობა" უვერტიურა, ამავე ოპერის I რედაქცია, საფორტეპიანო სონატა N7; პირველი მუსიკისმცოდნე ვინც პრესაში პროკოფიევს უწოდა კლასიკოსი იყო გ. ორჯონიკიძე; სერგეი პროკოფიევის მუსიკას ფართო ადგილი უკავია ქართველ მუსიკოს–შემსრულებელთა რეპერტუარში; თბილისის საოპერო სცენაზე დაიდგა: ოპერები: "Семен Котко", "Любовь к трем апелсинам", "Обручение в монастыре", "Огненный ангел"; ბალეტები: "Ромео и Джульетта", "Золушка", "Блудный сын"; პროკოფიევისადმი მიძღვნილი პირველი მონოგრაფიის ავტორია Орджоникидзе Г. "Фортепианные сонаты Прокофьева", М., 1962; რუსი პიანისტი. წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 393 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |