შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
აკაკი ვასაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპისა ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტი 1962 წელს. 1965 წელს მეთევზე-მეზღვაურად ახლდა ქართულ საოკეანო თევზმჭერ ფლოტს. 1962 წლიდან მუშაობდა შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტში მეცნიერ-თანამშრომლად. პირველი მოთხრობა "გარსია" 1962 წელს გამოაქვეყნა ჟურნალ "მნათობში", პირველი წიგნი-მხატვრული ნარკვევების კრებული "ქართველები ოკეანეში" 1968 წელს. გამოქვეყნებული აქვს მოთხრობების კრებულები: "უჩვეულო დღეები" (1971), "მოთხრობები" (1974), ლექსების კრებული "თეთრი ნავი" (1978), ლექსებისა და პოემების კრებული "გამხელა"(1985), პროზაული კრებული "სამი ამბავი" (1988), ესეები და ნარკვევევი "ლექსი და შემოქმედება" (1975), "პოეზიის პრინციპები" (1987) და სხვ. მის სამეცნიერო ნაშრომებში დასმულია ლიტერატურის ისტორიისა და თეორიის ფსიქოლოგიის, ესთეტიკის, ხელოვნებათმცოდნეობის პრობლემები. აკაკი ვასაძემ ჩვენში ახალი მეცნიერული დისციპლინის-მხატვრული შემოქმედების ფსიქოლოგიის საკითხებს მიუძღვნა ნაშრომები: "მხატვრული გრძნობის პრობლემა" (1975, რუს. ენაზე 1978), "მხატვრული შემოქმედების ფსიქოლოგიის საკითხები" (1979). თარგმნა ჟ. პ. სარტრის, ჰ. უელსის, ა. პუშკინის, და სხვათა ნაწარმოებები. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.-გვ.191 ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |